ზუგდიდში საავადმყოფოს მშენებლობაზე დასაქმებული მუშა გარდაიცვალა
ამობეჭდვა · 28 / 01 / 2018 21:47
ზუგდიდში საავადმყოფოს მშენებლობაზე დასაქმებული მუშა გარდაიცვალა

ზუგდიდის რაიონის სოფელ რუხში მშენებარე სააავადმყოფოზე დასაქმებული ერთ-ერთი მუშა, რომელიც სამშენებლო ტერიტორიაზე უგონო მდგომარეობაში იპოვეს, ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში გადაყვანიდან, დაახლოებით, 20 წუთში გარდაიცვალა.

ექიმები აცხადებენ, რომ პაციენტის მდგომარეობა მძიმე იყო, გარდაცვალების მიზეზი კი, სავარაუდოდ, თავისა და გულმკერდის ტრამვები გახდა. მათი თქმით, კაცს ყველა საჭირო პროცედურა ჩაუტარდა, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

ამ დროისთვის მამაკაცის ცხედარი ქუთაისში ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროშია გადასვენებული. ჯერჯერობით, უცნობია, რა გახდა მისი გარდაცვალების მიზეზი. ის შიდა სამუშაოებზე იყო დასაქმებული.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ფაქტზე გამოძიება სს კოდექსის 240-ე მუხლით დაიწყო, რაც სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს. 


 

ტეგები