სვანეთში ლამპრობა აღნიშნეს
ამობეჭდვა · 28 / 01 / 2018 23:17
სვანეთში ლამპრობა აღნიშნეს

სვანეთში ლამპრობა აღნიშნეს. ადგილობრივებმა ლამპრებით ტრადიციული მსვლელობა მოაწყვეს და ტრადიციის მიხედვით, სპეციალურად შერჩეულ ადგილზე შეიკრიბნენ.

სვანეთში ამ სახალხო დღესასწაულს წელიწადში 3-ჯერ აღნიშნავენ. 28 იანვარს, გამთენიისას მოსახლეობამ წმინდა გიორგის ანუ მამაკაცებისა და ვაჟკაცების „ლამპრობა“ აღნიშნა.

შემდეგი ლამპრობა სვანეთში 14 თებერვალს გაიმართება. ის მირქმას უკავშირდება და მოსახლეობა ამ დღეს საფლავებზე ცეცხლს ანთებს. ისინი ღმერთს მიცვალებულების იმქვეყნიურ კეთილდღეობას შესთხოვენ.

კიდევ ერთი, ზეცის ლამპრობა თებერვლის ბოლოს გაიმართება.

ტეგები