ბრაზილიაში ავარიას სულ მცირე 7 ადამიანი ემსხვერპლა
ამობეჭდვა · 29 / 01 / 2018 00:57
ბრაზილიაში ავარიას სულ მცირე 7 ადამიანი ემსხვერპლა

ბრაზილიაში მომხდარ ავარიას სულ მცირე 7 ადამიანი ემსხვერპლა, 20 კი დაშავდა. ამის შესახებ fireengineering-ი წერს.

შემთხვევა ქალაქ დიანოპოლისთან ახლოს მოხდა. ავტობუსი ჯერ ამოტრიალდა, შემდეგ კი სატვირთო ავტომობილს შეეჯახა.

მძღოლის თქმით, ავარიის მიზეზი მუხრუჭების მწყობრიდან გამოსვლა გახდა.

ტეგები