„გრემის“ დაჯილდოების ცერემონიაზე ბრუნო მარსმა 6 გრემი აიღო
ამობეჭდვა · 29 / 01 / 2018 11:39
 „გრემის“ დაჯილდოების ცერემონიაზე ბრუნო მარსმა 6 გრემი აიღო

ამერიკის შეერთებული შტატების მუსიკალური სამყაროს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენის "გრემის“ ტრიუმფატორი წელს მომღერალი ბრუნო მარსი გახდა.

ბრუნო მარსმა გამარჯვება რამდენიმე კატეგორიებში მოიპოვა. მათ შორის, წლის საუკეთესო მუსიკალური ალბომი – 24K Magic, წლის საუკეთესო სიმღერა That’s What I Like, საუკეთესო-R&B ალბომი, საუკეთესო R&B პერფორმანსი.

"გრემი" საუკეთესო რეპ-შესრულებისთვის კენდრიკ ლამარს გადაეცა, მანვე აიღო ჯილდო საუკეთესო მუსიკალური ვიდეოსა და რეპ-ალმობისთვის. მისი და რიანას დუეტი კი საუკეთესოდ დასახელდა.

რიგით მე-60 საიუბილეო დაჯილდოება ნიუ იორკში, სპორტული კომპლექსის Madison Square Garden-ის სცენაზე გაიმართა.

ტეგები