30 იანვარს ისნის რაიონის ზოგიერთ უბანს გაზმომარაგება შეუწყდება
ამობეჭდვა · 29 / 01 / 2018 16:05
30 იანვარს ისნის რაიონის ზოგიერთ უბანს გაზმომარაგება შეუწყდება

ტექნიკური სამუშაოების ჩატარების მიზნით, სამშაბათს, 30 იანვარს, 10:00 საათიდან გაზმომარაგება შეუწყდება ისნის რაიონის რამდენიმე უბანს. ინფორმაციას "ყაზტრანსგაზ-თბილისი" ავრცელებს.

გაზმომარაგება შეუწყდება ბერი გაბრიელ სალოსის გამზირი № 115-ში (ყოფილი ბოგდან ხმელნიცკის № 45ა ) მდებარე საცხოვრებელ კორპუსის და მიმდებარედ მცხოვრები კერძო სექტორის მოსახლეობის ნაწილს.

გაზის მიწოდება აღდგება 17:00 საათიდან ეტაპობრივად სამუშაოების დასრულებისთანავე. 

ყაზტრანსგაზ-თბილისი ბოდიშს უხდის თავის აბონენტებს დისკომფორტისთვის და მოუწოდებს მათ არ დატოვონ უყურადღებოდ გაზის დანადგარები, ხოლო ონკანები ჰქონდეთ დაკეტილ მდგომარეობაში. 

ტეგები