ძალიან გულსატკენია, როცა ლორა თორნტონის მხრიდან ასეთი განცხადებები კეთდება - ირაკლი სესიაშვილი
ამობეჭდვა · 29 / 01 / 2018 16:37
ძალიან გულსატკენია, როცა ლორა თორნტონის მხრიდან ასეთი განცხადებები კეთდება - ირაკლი სესიაშვილი

ამერიკელი და ქართველი ჯარისკაცები ნამდვილად ვერ გაიგებენ სწორად ლორა თორნტონის განცხადებას, – ამის შესახებ თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი სესიაშვილმა NDI-ის საქართველოს ოფისის ხელმძღვანელის, ლორა თორნტონის განცხადების შეფასებისას განაცხადა, რომლის თანახმად, პრეზიდენტი დონალდ ტრამპი საქართველოს რუკაზეც კი ვერ მოძბნის.

ირაკლი სესიაშვილის თქმით, ძალიან გულსატკენია, როცა ასეთი განცხადებები კეთდება ამერიკული ორგანიზაციის ლიდერის, ქალბატონი ლორა თორნტონის მხრიდან.

ირაკლი სესიაშვილის განმარტებით, ამერიკა საქართველოს ერთგული პარტნიორია და ქართველი ჯარისკაცები ამერიკელი ჯარისკაცების გვერდით იბრძვიან ავღანეთში, ამიტომ მმართველი გუნდის წევრისთვის მსგავსი შინაარსის განცხადებები გაუგებარია.

,,საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენელი ბოდიშს მოიხდის თუ არა, ჩემთვის ეს ერთი თემაა.  როცა ეს განცხადება წავიკითხე,  გამახსენდა ერთ-ერთი სამხედრო სპეცოპერაცია ავღანეთში, როცა ალყაში მოქცეული ამერიკელები ჯარისკაცები და ოფიცრები ჩვენმა ქართველმა ჯარისკაცებმა დ ოფიცრებმა  გადაარჩინეს.  მათ ალყა გაარღვიეს და ჩვენი პარტნიორი ქვეყნის ჯარისკაცები და ოფიცრები გამოიყვანეს“, – განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.

ლორა თორნტონმა რამდენიმე დღის სოციალურ ქსელში დაწერა, რომ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი საქართველოს რუკაზეც კი ვერ მოძებნის.

აღნიშნული განცხადების გამო, საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ირაკლი მეზურნიშვილი NDI-ის ხელმძღვანელისგან საჯარო ბოდიშს ითხოვს.

ტეგები