NDI-ის ქართული ოფისის ხელმძღვანელი ბოდიშის მოხდას არ აპირებს
ამობეჭდვა · 29 / 01 / 2018 17:19
NDI-ის ქართული ოფისის ხელმძღვანელი ბოდიშის მოხდას არ აპირებს

NDI-ს საქართველოს ოფისის ხელმძღვანელი ლორა თორნტონი ბოდიშის მოხდას არ აპირებს. პირველი კომენტარი მან "ქრონიკასთან "გააკეთა. ლორა თორნტონის თქმით, მან მხოლოდ საკუთარი პოზიცია დააფიქსირა და ისიც სოციალურ ქსელში, რაც მისი უფლებაა.

"ქართული ოცნების" დეპუტატების ნაწილმა ლორა თორნტონის განცხადება გააკრიტიკა. ოპოზიცია კი მიიჩნევს, რომ ამერიკის მოქალაქემ მხოლოდ საკუთარი პრეზიდენტი გააკრიტიკა.

დღესვე ქართული ოცნების დეპუტატმა ირაკლი მეზურნიშვილმა NDI-ს ხელმძღვანელისგან ბოდიშის მოხდა მოითხოვა. მისივე თქმით, ეს არის მისი პოზიცია და არა გუნდის განცხადება.

ლორა თორნტონმა რამდენიმე დღის განაცხადა, რომ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი საქართველოს რუკაზეც კი ვერ მოძებნის.

ტეგები