მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზაზე ყველა სახის ტრანსპორტის მოძრაობა აღდგა
ამობეჭდვა · 30 / 01 / 2018 10:24
მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზაზე ყველა სახის ტრანსპორტის მოძრაობა აღდგა

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზაზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა. 

უწყების ცნობით, ჩატარებული ინტენსიური გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის 29-ე კმ-ზე, კერძოდ, ჟინვალთან ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

ცნობისთვის, აღნიშნულ მონაკვეთზე ჩამოიშალა დიდი მოცულობის კლდოვანი მასა, რის გამოც გზის ამ მონაკვეთზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა. 

ტეგები