ხვალ, ვაკის რაიონის ნაწილს გაზმომარაგება შეუწყდება
ამობეჭდვა · 30 / 01 / 2018 18:48
ხვალ, ვაკის რაიონის ნაწილს გაზმომარაგება შეუწყდება

"ყაზტრანსგაზ-თბილისის"  ინფორმაციით, ტექნიკური სამუშაოების ჩატარების მიზნით, ხვალ, 31 იანვარს, 11:00 საათიდან გაზმომარაგება შეუწყდება ვაკის რაიონში, ცხვედაძის ქუჩა № 58-ში მდებარე საცხოვრებელი კორპუსის მოსახლეობას. 

გაზის მიწოდება აღდგება 13:00 საათიდან ეტაპობრივად სამუშაოების დასრულებისთანავე.

შპს "ყაზტრანსგაზ-თბილისი" ბოდიშს უხდის თავის აბონენტებს დისკომფორტისთვის და მოუწოდებს მათ არ დატოვონ უყურადღებოდ გაზის დანადგარები, ხოლო ონკანები ჰქონდეთ დაკეტილ მდგომარეობაში. მოქალაქეების მიერ უსაფრთხოების წესების შეუსრულებლობით გამოწვეულ შედეგებზე შპს "ყაზტრანსგაზ-თბილისი" პასუხისმგებელი არ არის.

ტეგები