გარკვეულ პოლიტიკურ პასუხისმგებლობას ჩემს თავზეც ვიღებ - დავით ნარმანია
ამობეჭდვა · 31 / 01 / 2018 00:53
გარკვეულ პოლიტიკურ პასუხისმგებლობას ჩემს თავზეც ვიღებ -  დავით ნარმანია

თბილისის ყოფილი მერის დავით ნარმანიას განცხადებით, ვარკეთილის მეტროში ჭერის ჩამოვარდნის ფაქტთან დაკავშირებით, გარკვეულ პოლიტიკურ პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე იღებს. ამის შესახებ ყოფილმა მერმა “პალიტრანიუსის“ გადაცემა “360 გრადუსში“ ისაუბრა.

მისი განმარტებით, “მერია ვერასდროს იტყვის იმას, მზიდ კონსტრუქციაზე უნდა მიამაგრონ თუ მის გარეშე, რადგან ეს ის ტექნიკური საკითხია, რასაც წყვეტენ ტექნიკური სპეციალისტები და არა პოლიტიკოსები“. 

“თავისი სიტყვა გამოძიებამ უნდა თქვას. დასკვნებზე, რაც არსებობდა, არ არსებობდა პრეტენზია და მოხდა ობიექტის მიღება-ჩაბარება. ჯერ ჩვენ არ ვიცით, საპროექტო დოკუმენტაციაში არსებული ხარვეზით იყო ეს გამოწვეული თუ მშენებლობის პროცესში არსებული ხარვეზით და დაუდევრობით. ამ ყველაფერს გამოძიებამ უნდა გასცეს პასუხი. მეც იგივე სულისკეთება მაქვს, რაც ყველას - დასასჯელი აუცილებლად უნდა დაისჯოს, თან ძალიან მკაცრად. სამშენებლო სექტორში არსებული კომპანიების ძალიან დიდ ნაწილს ან დაბალი კვალიფიკაცია აქვს ან არასათანადოდ ასრულებს საქმეს“, - განაცხადა დავით ნარმანიამ. 

3 იანვარს, მეტროსადგურ "ვარკეთილის" ჭერი ჩამოინგრა, რის სედეგად 14 ადამიანი დაშავდა. ფაქტზე შსს-მ გამოძიება დაიწყო.

ტეგები