გიორგი კვირიკაშვილმა დედაქალაქის მერს თბილისის განვითარების კუთხით, წარმატება უსურვა
ამობეჭდვა · 31 / 01 / 2018 13:38 · 7 ნახვა
გიორგი კვირიკაშვილმა დედაქალაქის მერს თბილისის განვითარების კუთხით, წარმატება უსურვა

საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრები პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილს, მინისტრთა კაბინეტის წარმომადგენლებსა და დედაქალაქის მერს კახა კალაძეს შეხვდნენ. შეხვედრაზე ბიზნეს ასოციაციამ კვლევა სახელწოდებით - „საქართველოს ბიზნესგარემო კერძო სექტორის თვალით“ წარადგინა. 

ბიზნეს ასოციაციის წევრებთან შეხვედრის დროს, პრემიერ-მინისტრმა კახა კალაძეს დედაქალაქის განვითარების კუთხით, წარმატება უსურვა და თბილისში პოზიტიური დინამიკის გაგრძელების აუცილებლობაზე გაამახვილა ყურადღება.

„მინდა, წარმატება ვუსურვო კახა კალაძეს. ის დინამიკა, რაც მან შემოიტანა, უნდა გაგრძელდეს, იმიტომ, რომ თბილისი, მათ შორის ინვესტორებისთვის, სახეა, ხშირად პირველი შეხების წერტილია და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დედაქალაქში სერიოზული, პოზიტიური სურათი გვქონდეს“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტმა გიორგი ჭირაქაძემ კი, თბილისის მერს მჭიდრო თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა.

შეხვედრას თბილისის მერი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ზურაბ ალავიძე, გარემოსა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი და მთავრობის სხვა წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ტეგები