4 მედიასაშუალების წინააღმდეგ ქარტიას მიმართეს
ამობეჭდვა · 31 / 01 / 2018 14:09
4 მედიასაშუალების წინააღმდეგ ქარტიას მიმართეს

4 ქართული მედიასაშუალების წინააღმდეგ საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიას მიმართეს, კერძოდ, საუბარია, შემდეგ ვებგვერდებზე - for.ge, reportiori.ge, digest.pia.ge, kvira.ge.

სადავო გახდა მათ მიერ გიორგი გიორგანაშვილის ("ბახალა") საქმეზე მომზადებული მასალა, რომლის თანახმადაც, მათ მოიპოვეს დოკუმენტი, სადაც "ბახალა" აღიარებს 45 აბი სუბოტექსის ქონას.

განმცხადებელი მიიჩნევს, რომ სტატიებით აუდიტორია გამიზნულად "მოატყუეს", მიაწოდეს ოქმი, რომელიც მხარეების დავის საგანია შესაბამისად, მისი აზრით, დარღვეულია ქარტიის რამდენიმე პრინციპი - პირველი (სიზუსტე), მესამე (მიჩქმალვა), მეხუთე (შესწორება) და მე-11 (ფაქტის განზრახ დამახინჯება).

ტეგები