ნაძალადევის რაიონში, ხევისუბნის ქუჩაზე საგზაო ინფრასტრუქტურა მოწესრიგდა
ამობეჭდვა · 31 / 01 / 2018 14:23 · 65 ნახვა
ნაძალადევის რაიონში, ხევისუბნის ქუჩაზე საგზაო ინფრასტრუქტურა მოწესრიგდა

ნაძალადევის რაიონის გამგებელი ირაკლი ხელაძე თბილისის საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატ ალექსანდრე ხუჯაძესთან ერთად, ხევისუბნის ქუჩაზე შესრულებულ ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს გაეცნო. გამგებელი და საკრებულოს წევრი ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდნენ და პროექტის შესახებ ისაუბრეს.

„40 წელზე მეტია ხევისუბნის ქუჩაზე საგზაო ინფრასტრუქტურა არ მოწესრიგებულა. ადგილობრივ მცხოვრებლებს წლების განმავლობაში, ცუდ პირობებში ცხოვრება უწევდათ. ახლა უკვე, მოსახლეობა კეთილმოწყობილი გზით სარგებლობს. ქუჩის რელიეფიდან გამომდინარე, ამ გზის რეაბილიტაცია ერთ-ერთი რთული პროექტი იყო. ხევისუბნის გარდა, გასულ წელს, კაპიტალურად კიდევ 12 ქუჩა შევაკეთეთ. სხვადასხვა ტიპის საგზაო სამუშაოები სულ 50-მდე მისამართზე განხორციელდა. რაიონში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება ჩვენი ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია და გამგეობა მსგავსი პროექტების განხორციელებას მიმდინარე წელსაც განაგრძობს“, - განაცხადა ნაძალადევის რაიონის გამგებელმა.

პროექტის ფარგლებში, ხევისუბნის ქუჩაზე მოეწყო სანიაღვრე ქსელი და ბორდიურები, აშენდა გზის დამჭერი კედლები, ქუჩის ძირითად ნაწილზე ასფალტის, ნაწილზე კი - ბეტონის საფარი დაიგო.

ინფრასტრუქტურული სამუშაოებისთვის ნაძალადევის რაიონის გამგეობის ბიუჯეტიდან 125 980 ლარი გამოიყო.
 

ტეგები