„კავშირგაბმულობის შენობის ადგილზე არანაირი მშენებლობა არ იგეგმება“ - კახა კალაძე
ამობეჭდვა · 31 / 01 / 2018 15:23
 „კავშირგაბმულობის შენობის ადგილზე არანაირი მშენებლობა არ იგეგმება“ - კახა კალაძე

კახა კალაძის განმარტებით, კავშირგაბმულობის შენობის ადგილზე სასტუმროს მშენებლობის ნებართვა არ გაცემულა

რუსთაველის გამზირზე მდებარე კავშირგაბმულობის ყოფილი შენობის ადგილზე სასტუმროს მშენებლობის ნებართვა არ გაცემულა. ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ მედიასთან თემის კომენტირებისას განაცხადა.
“არანაირი მშენებლობა არ იგეგმება და არც პროექტის შეთანხმება მომხდარა. რუსთაველის გამზირი ძალიან მნიშვნელოვანი ადგილია თითოეული ჩვენგანისთვის, შესაბამისად, ასე ადვილად გადაწყვეტილების მიღება არ და ვერ მოხდება. თუ რაიმე პროექტის მშენებლობა დაიგეგმება, ეს გახდება საერთო განხილვის საგანი. ასე რომ, ცრუ განგაშს ნუ აჰყვებით”, - განმარტა კახა კალაძემ.

შეგახსენებთ, რომ მანამდე ვრცელდებოდა ინფორმაცია, თითქოს აღნიშნულ ტერიტორიაზე გრანდიოზული სასტუმროს აშენება იგეგმება. 
 

ტეგები