„თბილისის მეტროსადგურებში მიმდინარე ყველა სარეაბილიტაციო სამუშაო შეჩერებულია“ - კახა კალაძე
ამობეჭდვა · 31 / 01 / 2018 15:39
„თბილისის მეტროსადგურებში მიმდინარე ყველა სარეაბილიტაციო სამუშაო შეჩერებულია“ - კახა კალაძე

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, თბილისის მეტროსადგურებში მიმდინარე ყველა სარეაბილიტაციო სამუშაო შეჩერებულია.

„ყველა პროექტს უნდა ჩაუტარდეს ექსპერტიზა. გუშინ გავეცი დავალება, რომ ყველა კომპანიას, რომელსაც რეაბილიტაცია ევალება, შეუჩერდეს მუშაობის ნებართვა, რადგან უნდა მიხდეს იმ კონკრეტული პროექტების შემოწმება, რაზეც რეაბილიტაცია ტარდება. უნდა მოხდეს პროექტების შესწავლა, რომ ყველანაირი საფრთხე იქნას თავიდან აცილებული", - განაცხადა კალაძემ.

გუშინ მეტროსადგურ „ვარკეთილში" ჭერი ჩამოიშალა. შედეგად 14 ადამიანი დაშავდა.

ტეგები