ვლადიმერ პუტინმა რუს სპორტსმენებს ბოდიში მოუხადა
ამობეჭდვა · 31 / 01 / 2018 18:18
ვლადიმერ პუტინმა რუს სპორტსმენებს ბოდიში მოუხადა

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა რუს სპორტსმენებს ბოდიში მოუხადა იმისთვის, რომ ცნობილ დოპინგსკანდალში ქვეყანამ მათი ინტერესები ვერ დაიცვა. ამის შესახებ ინფორმაცია რუსულ სააგენტოებში ვრცელდება.

„გვაპატიეთ, რომ ვერ შევძელით თქვენი ინტერესების დაცვა", - განაცხადა პუტინმა და აღნიშნა, რომ რუსეთი ყოველთვის მხარს უჭერდა ჯანსაღი სპორტის იდეას.

შეგახსენებთ, რომ გასული წლის 5 დეკემბერს, ლოზანაში, საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის აღმასრულებელი კომიტეტის საგანგებო სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებით, რუსეთის ნაკრები, ვერ მიიღებს მონაწილეობას 2018 წლის ზამთრის ოლიმპიურ თამაშებში საკუთარი დროშით. მათ  მხოლოდ ნეიტრალური ოლიმპიური დროშის ქვეშ ასპარეზობის უფლება აქვთ. 

ტეგები