ბაგა-ბაღის 3 აღსაზრდელი საავადმყოფოდან გაწერეს
ამობეჭდვა · 01 / 02 / 2018 10:10
ბაგა-ბაღის 3 აღსაზრდელი საავადმყოფოდან გაწერეს

ბაღის 3 აღსაზრდელი პედიატრიული კლინიკიდან გვიან ღამით გაწერეს. ექიმის ინფორმაციით მათი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელი იყო. მედიკოსს არსებული მონაცემების გათვალისწინებით უჭირს თქმა, იყო თუ არა მათი ცუდად გახდომის მიზეზი საკვებით ინტოქსიკაცია.

თბილისის ზღვის ტურბაზასთან არსებულ დევნილთა დასახლებაში მდებარე ბაგა-ბაღის 5 აღსაზრდელი შეუძლოდ გუშინ გახდა.

აღსაზრდელებს პირღებინება ჰქონდათ, მათგან სამი საავადმყოფოში გადაიყვანეს, ხოლო ორი მშობლებმა სახლში წაიყვანეს.

ტეგები