მზესუმზირის ზეთის ხანგრძლივად მოხმარება ღვიძლს ვნებს
ამობეჭდვა · 01 / 02 / 2018 14:38 · 285 ნახვა
მზესუმზირის ზეთის ხანგრძლივად მოხმარება ღვიძლს ვნებს

გრანადის უნივერსიტეტის მეცნიერებმა დაადგინეს, რომ მზესუმზირის ზეთის ხანგრძლივად მოხმარება ღვიძლთან დაკავშირებული პრობლემების გაჩენას უწყობს ხელს. 

სპეციალისტებმა ვირთხებზე სხვადასხვა კომპლექსური ანალიზი ჩაატარეს, რომლითაც აკვირდებოდნენ მათ ღვიძლზე მზესუმზირისა და ზეითუნის ზეთის გავლენას. 

ცდების შედეგად დადგინდა, რომ იმ ვირთხებს, რომლებსაც ზეითუნის ზეთს ახმარდნენ, გაცილებით უკეთეს მდგომარეობაში ჰქონდათ ღვიძლი, ვიდრე მზესუმზირის ზეთის ჯგუფში მყოფ ვირთხებს.

გაირკვა, რომ მზესუმზირის ზეთი ფიბროზის განვითარებას უწყობს ხელს.

ტეგები