ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
ამობეჭდვა · 01 / 02 / 2018 17:08
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა

საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ 1 თებერვლისთვის დადგენილი კურსით, ერთი ამერიკული დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.4749 ლარია. აქამდე მოქმედი კურსით ლარი 2.4962 ღირდა. შესაბამისად, ლარის კურსი დოლართან მიმართებით 0.0213-ით გამყარდა.

ლარის კურსმა ევროსთან მიმართებაში 3.0773 ლარი შეადგინა. აქამდე მოქმედი კურსით 1 ევროს ღირებულება 3.1073 ლარი იყო. შესაბამისად, ევროსთან მიმართებით ლარი 0.0300-ით გამყარდა.

ლარის ახალი კურსი 1 ბრიტანულ გირვანქა სტერლინგთან მიმართებაში 3.5233ლარია. აქამდე მოქმედი კურსი 3.5296 ლარი იყო, ლარი სტერლინგთან 0.0063-ით გამყარდა.

თურქულ ლირასთან მიმართებაში ლარის კურსმა 0.6593 ლარი შეადგინა, აქამდე მოქმედი კურს 0.6644 ლარი იყო. შესაბამისად, ლირასთან მიმართებით ლარი 0.0051-ით გამყარდა.

ტეგები