ინტერნეტში, Game of Thrones-ის ფინალური სეზონის გადაღებებიდან პირველი კადრები გავრცელდა (ვიდეო)
ამობეჭდვა · 01 / 02 / 2018 21:00
ინტერნეტში, Game of Thrones-ის ფინალური სეზონის გადაღებებიდან პირველი კადრები გავრცელდა (ვიდეო)

ინტერნეტში, Game of Thrones-ის ფინალური სეზონის გადაღებებიდან პირველი კადრები გავრცელდა. კადრებზე ჩვენი საყვარელი უინთერფელი, სტარკების ციხესიმაგრე ცეცხლის ალშია გახვეული!

მე-7 სეზონში უინტერფელში დავტოვეთ სანსა, არია და ბრანი. იმედია, სტარკების ამოხოცვის მორიგი სერია არ გველის წინ.

რა დაემართა უინტერფელს? თეთრი მოსიარულეების მხარეს გადასული დრაკონი დაესხა თავს თუ სერსეის ველურმა ცეცხლმა გაანადგურა?

ახლა ძრწოვლით უნდა დაველოდოთ 2019 წელს, რადგან HBO-მ ოფიციალურად დაადასტურა, რომ Game of Thrones-ის ფინალური, მერვე სეზონი 2019 წლამდე არ გამოვა.

აღსანიშნავია, რომ მთელი ამ წლების განმავლობაში, GOT-ის ახალი სეზონის პრემიერა მუდმივად გაზაფხულზე ხდებოდა, მე-7 სეზონი კი ზაფხულში გამოვიდა, რაც სცენარის მიხედვით გათვალისწინებული სცენების გადაღების სირთულით აიხსნა.

სერიალის შემქმნელების თქმით, ფინალური, მე-8 სეზონი, რომელშიც 6 სერიაა, სავარაუდოდ, ყველაზე რეიტინგული იქნება. ცოტა ხნის წინ, სოფი ტერნერმა და კით ჰარინგტონმა ისიც თქვეს, რომ სცენარის კითხვისას, ცრემლები ვერ შეიკავეს.

 

წყარო

 

 

ტეგები