გურანდა გაბუნიას ხელოვნების ქურუმის წოდება მიენიჭა
ამობეჭდვა · 01 / 02 / 2018 21:07
გურანდა გაბუნიას ხელოვნების ქურუმის წოდება მიენიჭა

საქართველოს სახალხლო არტისტ, გურანდა გაბუნიას, სასცენო მოღვაწეობის 60 წლის იუბილესთან დაკავშირებით ხელოვნების ქურუმის წოდება მიენიჭა. ჯილდო მსახიობს კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ გიორგაძემ გადასცა. ინფორმაციას On.ge ავრცელებს. 

მარჯანიშვილის თეატრში, რეჟისორმა ლევან წულაძემ გურანდა გაბუნიას პატივსაცემად სპექტაკლი "წმინდა ურჩხულები" დადგა, რომელშიც მთავარი როლი სწორედ გაბუნიამ შეასრულა.

გურანდა გაბუნია საქართველოს დამსახურებული არტისტი, საქართველოს სახალხო არტისტი კოტე მარჯანიშვილის სახელობის პრემიის ლაურეატი და წლის საუკეთესო მსახიობი ქალი სამგზის ჯილდოს მფლობელია.

გურანდა გაბუნია 1938 წელს დაიბადა. მან 1960 წელს დაამთავრა საქართველოს თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი.

ტეგები