თემირლან მაჩალიკაშვილის ოჯახის წევრები მთავარ პროკურორს შეხვდებიან
ამობეჭდვა · 02 / 02 / 2018 10:04
თემირლან მაჩალიკაშვილის ოჯახის წევრები მთავარ პროკურორს შეხვდებიან

პანკისის ხეობის სოფელ დუისში, სპეცოპერაციის დროს დაჭრილი და შემდეგ გარდაცვლილი​ თემირლან მაჩალიკაშვილის ოჯახის წევრები მთავარ პროკურორს დღეს შეხვდებიან. "იმედინიუსის" ინფორმაციით, შეხვედრას ოჯახის ადვოკატიც დაესწრება .

"ჩემი ოჯახის წევრებთან და ადვოკატებთან ერთად აუცილებლად შევხვდები მთავარ პროკურორს. ვითხოვ ჩემი შვილი უდანაშაულოდ გამოაცხადონ და მას დაზარალებულის სტატუსი ჰქონდეს", -  აცხადებს მალხაზ მაჩალიკაშვილი.

თემირლან მაჩალიკაშვილი 11 იანვარს საავადმყოფოში გარდაიცვალა. ის პანკისში სპეცოპერაციის დროს დაიჭრა. მაჩალიკაშვილის მშობლები და პანკისის უხუცესები აჰმედ ჩატაევთან და ტერორისტებთან მაჩალიკაშვილს კავშირს გამორიცხავენ.

სუსის ცნობით, პანკისის ხეობასა და თბილისში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს დაკავებული ხუთი მოქალაქე დაეხმარა აჰმედ ჩატაევს საქართველოს საზღვარზე გადმოსვლაში. სუსის ცნობით, დაკავებული პირები 21-22 ნოემბრის სპეცოპერაციის დროს დახოცილ ჯგუფთან ერთად, საქართველოსა და თურქეთში ტერაქტებს გეგმავდნენ. ასევე იგეგმებოდა თავდასხმები საქართველოში მომუშავე დიპლომატიურ კორპუსებზე.

ტეგები