პოლიციელები ჩვენს უსაფრთხოებას სიცოცხლის ფასად იცავენ - კალაძე
ამობეჭდვა · 02 / 02 / 2018 12:54
პოლიციელები ჩვენს უსაფრთხოებას სიცოცხლის ფასად იცავენ - კალაძე

თბილისის მერი შსს-სთვის ელექტრო და ჰიბრიდული ავტომანქანების გადაცემის ცერემონიას დაესწრო 

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს იაპონიის მთავრობამ 45 ჰიბრიდული და 51 ელექტრომობილი გადასცა. ღონისძიებას პრემიერ-მინისტრ გიორგიკვირიკაშვილთან ერთად, თბილისის მერი კახა კალაძე დაესწრო. 

დედაქალაქის მერმა იაპონიის მთავრობას შსს-სთვის ახალი ავტომანქანების გადმოცემისთვის მადლობა გადაუხადა, შინაგან საქმეთა მინისტრს კი, რეფორმების განხორციელების კუთხით, წარმატება უსურვა. 

„ეს საპატრულო პოლიციისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. გიორგი გახარია მნიშვნელოვან რეფორმებს ატარებს, რაშიც წარმატება მინდა ვუსურვო. ზოგადად, პოლიცია და მისი სწორად მუშაობა ძალიან მნიშვნელოვანია. ესენი არიან ადამიანები, რომლებიც  ჩვენს უსაფრთხოებას სიცოცხლის ფასად იცავენ. ამიტომ, მინდა თითოეულ პოლიციელს მადლობა გადავუხადო იმ საქმიანობისთვის, რომელსაც ყოველდღიურად ახორციელებენ და წარმატება ვუსურვო“,- განაცხადა კახა კალაძემ. 

 

 

ტეგები