„უკვე ალაპარაკდნენ, რომ იბერიაც ნაცების ნავსაყუდელად იქცა“ - ლევან გობრონიძე
ამობეჭდვა · 03 / 02 / 2018 12:29
„უკვე ალაპარაკდნენ, რომ იბერიაც ნაცების ნავსაყუდელად იქცა“ - ლევან გობრონიძე

ბლოგერი ლევან გობრონიძე ტელეკომპანია "იბერიადან" ჟურნალისტ მაკა რაზმაძის გათავისუფლებას სოციალურ ქსელში ეხმაურება.

“ახლა წავიკითხე მაკას პოსტი, სამსახურიდან გაუშვიათ, ასე ყოველგვარი გაფრთხილების გარეშე დატოვეს ეს გოგო უიმედოდ, საბანკო ვალდებულებებით, თუმცა მაინც მედგრად დგას და ცდილობს არ შეიმჩნიოს ის სტრესი, რაც ახლა მას აქვს. შეიძლება თქვას, რომ არ ტყდება, მაგრამ წარმოიდგინეთ რა ხდება მის გულში? ასე ერთი ხელის მოსმით როგორ ახერხებთ ადამიანებისთვის გულის ტკენას და უიმედოდ დატოვებას? არ მინდა დავიჯერო რომ ერთმა აკაკი გოგიჩაიშვილმა გადაწონა ყველა თანამშრომელი და მათი ხელფასებიც მას დაუმატეთ, რომ გყოლოდათ სახე, რომელსაც თქვენი ტელევიზიის დახურვა არ მახსოვს გაეპროტესტებინოს, სახე, რომელმაც პირდაპირ თქვენ ეთერში თქვა, რომ მაყურებელი არ გყავთ, მაგრამ მაინც მოვიდა თქვენ ტელევიზიაში, ხვდებით ეს რა უთავმოყვარეობაა თქვენი მხრიდან?

თუ გგონიათ, რომ გოგიჩაიშვილი თქვენ ტელევიზიას ყურებადს გახდის ძალიან ცდებით, უკვე ალაპარაკდნენ, რომ იბერიაც ნაცების ნავსაყუდელად იქცა. მაკა ალბათ არ დაიკარგება და მონახავს რამეს, ტრაგედია ის კი არაა ადამიანი რომ სამსახურიდან გათავისუფლდა, ტრაგედია ის არის, როცა ადამიანობას კარგავ”

P.S. გოგიჩაიშვილთან არანაირი პირადული, უბრალოდ ფაქტები გვაჩვენებს რეალობას, ადამიანი, რომელიც სამსახურს ერთ საათში გაყიდის, სადაც ორი ათეული წელი იმუშავა, იმისგან კარგს არაფერს უნდა ელოდო“, – წერს გობრონიძე.

ტეგები