ნაძალადევის რაიონში შიდაკვარტლური გზების რეაბილიტაცია გრძელდება
ამობეჭდვა · 03 / 02 / 2018 13:48 · 16 ნახვა
ნაძალადევის რაიონში შიდაკვარტლური გზების რეაბილიტაცია გრძელდება

ნაძალადევის რაიონში შიდაკვარტლური გზების რეაბილიტაცია გრძელდება. ზღვის უბნის (თემქა) მე-3 მიკრორაიონის მე-5 კვარტალში, კორპუსების მიმდებარედ საგზაო ინფრასტრუქტურა მოწესრიგდა. შესრულებულ სამუშაოებს ნაძალადევის რაიონის გამგებელი ირაკლი ხელაძე გაეცნო.

„ადგილობრივი მოსახლეობისთვის კორპუსებთან მისასვლელი გზების რეაბილიტაცია მნიშვნელოვანია. ამ ეტაპზე, გზები ზღვის უბანში, ხუთი კორპუსის მიმდებარედ მოვაწესრიგეთ. რაც გაკეთდა, რა თქმა უნდა, საკმარისი არ არის და კიდევ ბევრი საგზაო ინფრასტრუქტურული პროექტია განსახორციელებელი. შესაბამისად, ქუჩების და შიდაკვარტლური გზების კაპიტალური რეაბილიტაცია წელსაც აქტიურად გაგრძელდება“, - განაცხადა ნაძალადევის რაიონის გამგებელმა.

პროექტის ფარგლებში, აღნიშნულ მისამართზე 2 010 კვ.მ ფართობზე ასფალტის საფარი დაიგო. ასევე, მოეწყო ბორდიურები და ტროტუარები. საგზაო სამუშაოებისთვის ნაძალადევის რაიონის გამგეობის ბიუჯეტიდან 118 000 ლარი გამოიყო. 

ტეგები