გაბზარული კედლები, დაზიანებული ჭერი... - თბილისის 33-ე ბაგა-ბაღს ექსპერტიზა ჩაუტარდება
ამობეჭდვა · 03 / 02 / 2018 15:05
გაბზარული კედლები, დაზიანებული ჭერი... - თბილისის 33-ე ბაგა-ბაღს ექსპერტიზა ჩაუტარდება

ვაშლიჯვარში მდებარე საბავშო ბაღის შენობას, რომლის მშენებლობაც 2017 წლის ოქტომბერში დასრულდა, უახლოეს დღეებში ექსპერტიზა ჩაუტარდება.

აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის მერმა მას შემდეგ მიიღო, რაც შენობა დაათვალიერა და დარღვევებს გაეცნო.

საბავშვო ბაღის კედლები რამდენიმე ადგილას არის გაბზარული, დაზიანებულია ჭერი.

თბილისის მერის განცხადებით, მშენებელ კომპანია “გიკოს” და საზედამხედველო კომპანიას მერიაში დღესვე დაიბარებენ.ექსპერტიზის შემდეგ კი გადაწყდება, უნდა გაგრძელდეს თუ არა შენობაში სასწავლო პროცესი რეაბილიტაციის ჩატარებამდე.

ტეგები