კვირაში 360 დოლარი - ამერიკაში ძაღლს უმუშევრობის დახმარება დაუნიშნეს
ამობეჭდვა · 03 / 02 / 2018 15:16
კვირაში 360 დოლარი - ამერიკაში ძაღლს უმუშევრობის დახმარება დაუნიშნეს

აშშ-ში ძაღლს უმუშევრობის დახმარება დაუნიშნეს. ინფორმაციას Detroit Free Press-ი ავრცელებს.

მიჩიგანის შტატის მცხოვრებმა მაიკლ ჰედოკმა მიიღო წერილი, სადაც ნათქვამია, რომ ვინმე რაიდერისთვის დახმარებაზე განცხადება განიხილეს და დააკმაყოფილეს. თუმცა, ერთადერთი რაიდერი მის ოჯახში მხოლოდ ძაღლია.

წერილის მიხედვით, რაიდერის ბოლო სამუშაო ადგილი დეტროიტის რესტორანია. დახმარების რაოდენობა კვირაში 360 დოლარია.

“ვერ გეტყვით, რაში გამოიყენებს ის ამ თანხას“, ხუმრობს ჰედოკი.

უმუშევრობის დაზღვევის სააგენტოში წერილის გაგზავნის ფაქტს ადასტურებენ, თუმცა განმარტეს, რომ შეცდომა ფულის გაგზავნამდე აღმოაჩინეს.

ტეგები