კახაბერ გვანცელაძე კომპანია „გიკოს“ მიერ ორ საბავშვო ბაღში წარმოებულ სამშენებლო სამუშაოებს გაეცნო
ამობეჭდვა · 05 / 02 / 2018 12:52
კახაბერ გვანცელაძე კომპანია „გიკოს“ მიერ ორ საბავშვო ბაღში წარმოებულ სამშენებლო სამუშაოებს გაეცნო

თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელმა კახაბერ გვანცელაძემ ის ორი სამშენებლო პროექტი დაათვალიერა, რომელსაც კომპანია „გიკო“ ახორციელებს. 

აღნიშნული მშენებლობები თბილისის მერის კახა კალაძის გადაწყვეტილებით, საექსპერტო დასკვნის მომზადებამდე შეჩერდ. აღნიშნული გადაწყვეტილების მიზეზი ის ხარვეზები გახდა, რომელიც მერიის აუდიტის სამსახურმა ამავე კომპანიის მიერ აშენებულ N33-ე ბაგა-ბაღში აღმოაჩინა.

ზუგდიდის ქუჩა N3-სა და ნუცუბიძის მეოთხე მიკრორაიონში ახალ საბავშვო ბაღებს კომპანია „გიკო“ აშენებს. 

კახაბერ გვანცელაძემ ორივე მშენებლობა თბილისის მერიის ლაბორატორიის ექსპერტებთან ერთად დაათვალიერა. 

ტეგები