2018 წლის იანვარში საერთაშორისო მოგზაურთა რაოდენობა 14.8%-ით, ტურისტების კი 23%-ით გაიზარდა
ამობეჭდვა · 05 / 02 / 2018 12:57
2018 წლის იანვარში საერთაშორისო მოგზაურთა რაოდენობა 14.8%-ით, ტურისტების კი 23%-ით გაიზარდა

2018 წლის იანვარში საქართველოს 444,241 საერთაშორისო მოგზაური ეწვია, რაც 57,171-ით მეტია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით (ზრდა +14.8%)-ია. 

იანვრის თვის მაჩვენებლებით იმ უცხოელი მოგზაურების ანუ ტურისტების რიცხვმა, რომლებმაც 24 საათი და მეტი დაჰყვეს საქართველოში 189,476 შეადგინა, რაც 35,393-ით მეტია 2017 წლის იანვრის მაჩვენებელზე (ზრდა +23%).

მონაცემები  ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას  შინაგან საქმეთა სამინისტრომ მიაწოდა.  

იანვარში ყველაზე მეტი ვიზიტი აზერბაიჯანიდან (+0.8%), თურქეთი(+20.1%), სომხეთი (+20.9%),რუსეთი (+14.6%) და ირანიდან (+92.4%) განხორციელდა. 

პოზიტიური ტენდენცია ნარჩუნდება ევროკავშირის ქვეყნებიდან, საიდანაც საქართველოში ჩამოსვლების რაოდენობის ზრდის კუთხით, იანვრის თვეში გამოირჩეოდნენ:  ჩეხეთი +59%, ლატვია +46%, გაერთიანებული სამეფო +31%, ნიდერლანდები +28% ლიტვა +16%და სხვა.

განსაკუთრებული ზრდა დაფიქსირდა შემდეგი ქვეყნებიდან ქუვეითი + 131%, საუდის არაბეთი + 127%, ირანი +92%, ისრაელი +77%, ინდოეთი +48%, თურქეთი +20% და სხვა.

 

    15 ქვეყანა, საიდაინაც ყველაზე მეტი  საერთაშორისო მოგზაურთა ეწვია საქართველოს 

 

2017 წელს საქართველოს საერთაშორისო მოგზაურთა  უპრეცედენტო რაოდენობა  7,554,936  ეწვია.  (ზრდა +18.8%) მნიშვნელოვნად გაიზარდა შემოსავლები უცხოური ტურიზმიდან და წინასწარი მონაცემებით 2.7 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წელთა  შედარებით 586 მილიონი აშშ დოლარით მეტია. 

ტეგები