აშშ საქართველოს ბირთვულ შემთხვევებზე რეაგირების აღჭურვილობას გადასცემს
ამობეჭდვა · 05 / 02 / 2018 19:15
აშშ საქართველოს ბირთვულ შემთხვევებზე რეაგირების აღჭურვილობას გადასცემს

აშშ-ის საელჩოს თავდაცვის საფრთხის შემცირების სააგენტო (DTRA) საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს ​ქიმიურ, ბიოლოგიურ, რადიაციულ და ბირთვულ შემთხვევებზე რეაგირების აღჭურვილობა​ს გადასცემს.

უახლოეს მომავალში კი, პირველადი მორეაგირეებისთვის შესაბამისი სწავლებების ჩატარება იგეგმება.​

დღეს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის მოადგილე შალვა ხუციშვილი საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს თავდაცვის საფრთხის შემცირების სააგენტოს (DTRA) წარმომადგენლებს შეხვდა.​

როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, ორმხრივი თანამშრომლობის ფარგლებში გადმოცემული აღჭურვილობა და დაგეგმილი ტრენინგ-სწავლებები მნიშვნელოვან როლს შეასრულებს სამსახურის რეაგირების შესაძლებლობების გაზრდასა და ამ კუთხით მუშაობის გაუმჯობესებაში.​

ტეგები