ფეისბუქზე კრიპტოვალუტის რეკლამები დაიბლოკება
ამობეჭდვა · 05 / 02 / 2018 21:57
ფეისბუქზე კრიპტოვალუტის რეკლამები დაიბლოკება

კომპანია ფეისბუქის მენეჯმენტის გადაწყვეტილებით, სოციალურ ქსელში კრიპტოვალუტის შესახებ განთავსებული ნებისმიერი რეკლამა დაიბლოკება.

კომპანიის განმარტებით, კრიპტოვალუტის პოპულარულობამ ბოლო პერიოდის განმავლობაში იმატა, რითაც შესაძლოა, კონკრეტული ადამიანები ბოროტად ისარგებლებენ.

ფეისბუქის გადაწყვეტილებით, ფინანსური პროდუქტები და სერვისები, რომლებიც საეჭვოდ გამოიყურება, შეიზღუდება. ფეისბუქი გვაფრთხილებს, რომ მსგავსი რეკლამები შესაძლოა მაინც გაიპაროს, ამიტომ თუ ჩათვლით, რომ რაღაც რიგზე არაა, შეგიძლიათ დაარეპორტოთ და თავად შეუწყოთ ხელი პლატფორმის განვითარებას.

​კომპანიაში მიაჩნიათ, რომ ზოგიერთი კომპანია არაკეთილსინდისიერად იყენებს პლატფორმას და კრიპტოვალუტის რეკლამირებით მომხმარებლის მოტყუებას, ან შეცდომაში შეყვანას ცდილობს. სწორედ ამიტომ სანამ ყველაფერი უფრო მკაფიო გახდება, კომპანიამ გადაწყვიტა მსგავსი რეკლამები საერთოდ დაბლოკოს, მათ შორის ბიტკოინის რეკლამაც.

ტეგები