ილონ მასკის Falcon Heavy-ს დღეს კოსმოსში პირველად გაუშვებენ (ვიდეო)
ამობეჭდვა · 06 / 02 / 2018 15:14 · 64 ნახვა

დღეს, 6 თებერვალს, ნასას კენედის კოსმოსური ცენტრიდან SpaceX-ის გიგანტურ რაკეტა Falcon Heavy-ს გაუშვებენ.

Falcon Heavy ილონ მასკის SpaceX-ის მიერ დამზადებული სუპერ-მძიმე კოსმოსური ხომალდია, რომელსაც დედამიწის ქვედა ორბიტაზე 70 ტონა ტვირთის გატანა შეუძლია. ეს გიგანტური რაკეტა მოდიფიცირებული Falcon 9 მოდელია, ოღონდ ამ უკანასკნელის ორი გამწევით.

მასკმა კონფერენციაზე იკითხა: "ერთი შეხედვით, ძალიან ადვილი ჩანს: შეაერთე Falcon 9-ის ორი მთავარი გამწევი. ადვილია, არა?"

თავისივე დასმულ შეკითხვას კი ასეთი პასუხი გასცა: "საკმაოდ რთულია. ამ დროს ყველაფერი იცვლება. ყველა ტვირთი იცვლება, აეროდინამიკა მთლიანად იცვლება, ვიბრაცია და აკუსტიკა სამმაგი ხდება".

ამიტომ, Falcon Heavy-ს დიდი დრო დასჭირდა გასამართად. სუპერ-მძლავრი რაკეტა უკვე მზადაა გასაშვებად. ხომალდი მზის გარშემო ძალიან ელიფსურ ორბიტაზე წითელ Tesla Roadster-ს გაიყვანს.

ეს ორბიტა დროთა განმავლობაში მანქანას მარსთან ახლოს მიიყვანს. ამით ილონ მასკი თავის უმთავრეს გეგმას, დაასახლოს წითელი პლანეტა ადამიანებით, მწვანე შუქს უნთებს.

SpaceX-მა უკვე დაიწყო მუშაობა Heavy-ს შთამომავალზე - Big Fucking Rocket-ზე, რომელიც მარსზე ადამიანების გადაყვანას შეძლებს.

არ არსებობს 100%-იანი გარანტია იმისა, რომ ყველაფერი გეგმის მიხედვით შესრულდება. ახლად დამზადებული რაკეტები, რომლებიც ტესტირებას პირველად გადიან, ყოველთვის ვერ აღწევენ დანიშნულების ადგილს. რა თქმა უნდა, მასკიც შეგუებულია ამ აზრს და წინასწარ დიდ იმედებს არ ამყარებს.

 

ტეგები