თბილისის მერიას მკურნალობისა და შემდგომი რეაბილიტაციის ხარჯები არასდროს გაუმიჯნავს - ირაკლი ხმალაძე
ამობეჭდვა · 06 / 02 / 2018 22:06 · 33 ნახვა
თბილისის მერიას მკურნალობისა და შემდგომი რეაბილიტაციის ხარჯები არასდროს გაუმიჯნავს - ირაკლი ხმალაძე

თბილისის თბილისის ვიცე-მერის ირაკლი ხმალაძის განცხადებით, მეტროსადგურ „ვარკეთილში“ მომხდარი შემთხვევის  შედეგად დაზარალებულ მოქალაქეებს მკურნალობის ყველა ხარჯი სრულად აუნაზღაურდება. მისი თქმით, თბილისის მერიას დაზარალებულთა მკურნალობისა და შემდგომი რეაბილიტაციის ხარჯები არასდროს გაუმიჯნავს.

„ჩვენ მკურნალობისა და შემდგომი რეაბილიტაციის ხარჯები არასდროს გაგვიმიჯნავს. რამდენჯერმე გავაკეთეთ განცხადება, რომ სრულად დავფარავთ იმ საჭირო ხარჯებს, რომელიც დაზარალებულ მოქალაქეებს ესაჭიროებათ. ყველა ის ხარჯი, რომელიც მკურნალობასთან და რეაბილიტაციასთანაა დაკავშირებული და რომელიც საყოველთაო დაზღვევით არ დაიფარება, თბილისის მერიის მიერ ანაზღაურდება. სატრანსპორტო კომპანიის თანამშრომლები ყველა დაზარალებულს სათითაოდ, პირადად დაუკავშირდნენ და დღესდღეობით, ამის პრობლემა არ დგას. ვისაც საკუთარი ხარჯები აქვს გაწეული, მის კომპენსირებას მოვახდენთ, ვისაც ჯერ კიდევ არ გაუწევია, სამედიცინო დაწესებულებებში ანაზღაურებას ჩვენ თავად მოვახდენთ. ხარჯებს, რომელიც დაზარალებულებს მედიკამენტებისთვის სჭირდებათ, საკუთარ ანგარიშებზე, პირადად დავურიცხავთ“, – აღნიშნა ირაკლი ხმალაძემ.

თბილისის ვიცე-მერის განცხადებით, ამ ეტაპზე, სამართალწარმოების პროცესი მიმდინარეობს, რომლის დასრულებისა და ექსპერტების დასკვნის შემდეგ, მომხდარ ფაქტს შესაბამისი რეაგირება მოჰყვება.

ტეგები