LIVE: ილონ მასკის Falcon Heavy-ს კოსმოსში გაშვება
ამობეჭდვა · 06 / 02 / 2018 22:58

Falcon Heavy ილონ მასკის SpaceX-ის მიერ დამზადებული სუპერ-მძიმე კოსმოსური ხომალდია, რომელსაც დედამიწის ქვედა ორბიტაზე 70 ტონა ტვირთის გატანა შეუძლია. ეს გიგანტური რაკეტა მოდიფიცირებული Falcon 9 მოდელია, ოღონდ ამ უკანასკნელის ორი გამწევით.

Falcon Heavy-ს დიდი დრო დასჭირდა გასამართად. სუპერ-მძლავრი რაკეტა უკვე მზადაა გასაშვებად. ხომალდი მზის გარშემო ძალიან ელიფსურ ორბიტაზე წითელ Tesla Roadster-ს გაიყვანს.

ეს ორბიტა დროთა განმავლობაში მანქანას მარსთან ახლოს მიიყვანს. ამით ილონ მასკი თავის უმთავრეს გეგმას, დაასახლოს წითელი პლანეტა ადამიანებით, მწვანე შუქს უნთებს.

ტეგები