7 თებერვალი ასტროლოგიური პროგნოზი
ამობეჭდვა · 06 / 02 / 2018 23:59
7 თებერვალი ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი

მეტად გამოავლინეთ დიპლომატია, გააუმჯობესეთ პარტნიორული ურთიერთობები. მოერიდეთ სასიყვარულო თავგადასავალს; ფულის ფლანგვას. 

კურო

ყურადღება გმართებთ სამსახურის საქმეებისამი. ნუ აიღებთ საკუთარ თავზე ზედმეტ ვალდებულებას. მეტი დრო დაუთმეთ საბინაო საკითხების მოგვარებას. 

ტყუპი

მშვიდად მოაგვარეთ სამსახურის საქმეები. არ იკამათოთ უფროსთან და კოლეგებთან. წინააღმდეგ შემთხვევაში ვერ განახორციელებთ იდეებს. 

კირჩხიბი

ნუ აიღებთ საკუთარ თავზე ზედმეტ ვალდებულებას, მოერიდეთ რთულ საქმიანობაში ჩართვას. კარგი დღეა შემოქმედებითი იდეების განსახორციელებლად, სასიყვარულო ურთიერთობის გასაუმჯობესებლად. 

ლომი

დიპლომატიურად და დაკვირვებულად იმოქმედეთ. გარშემო მყოფებთან ურთიერთობისას იყავით მოკრძალებული და ღიმილიანი. მოერიდეთ სასიყვარულო თავგადასავალს. 

ქალწული

ნუ აიღებთ საკუთარ თავზე ზედმეტ ვალდებულებას. სხვა დღისთვის გადადეთ გლობალური იდეების განხორციელება. მეტი დრო დაუთმეთ საოჯახო და პირადი საკითხების მოგვარებას. 

სასწორი

დაკვირვებულად იმოქმედეთ; ფული მოზომილად ხარჯეთ. სიფრთხილე გმართებთ ახალგაცნობილებთან. ყველას ნუ გაუმხელთ თქვენს სამომავლო იდეებს. 

მორიელი

დილიდან შეადგინეთ სამოქმედო გეგმა. ნუ გადავარდებით ილუზიებში. შეიძლება არასწორად შეაფასოთ პარტნიორის ქმედება; შემოთავაზებული საქმიანობა. 

მშვილდოსანი

დილა დაწყებული საქმეების მოგვარება-დასრულებას დაუთმეთ. გაფრთხილდით, თქვენი სიტყვით და ქმედებით არ გაიჩინოთ არაკეთილისმსურველები. 

თხის რქა

კარგი დღეა იდეების განსახორციელებლად, საოჯახო საქმეების მოსაგვარებლად. მეტი დრო დაუთმეთ საყვარელ ადამიანთან ურთიერთობის გაუმჯობესებას. 

მერწყული

გაუგებრობების, ილუზიების დღეა. ნურავის გაანდობთ იდეებს, პირადი ცხოვრების ამბებს. ჰარმონია შექმენით სახლში. 

თევზები

დილიდან ჩამოწერეთ სამოქმედო გეგმა. დაკვირვებულად იმუშავეთ. ერთმა შეცდომამაც კი შეიძლება ფინანსურად დაგაზარალოთ.

ტეგები