Bloomberg-ი სრიალის მოყვარულებს გუდაურში ჩასვლას ურჩევს
ამობეჭდვა · 07 / 02 / 2018 19:24
Bloomberg-ი სრიალის მოყვარულებს გუდაურში ჩასვლას ურჩევს

Bloomberg-მა სრიალის მოყვარულებს 5 ადგილი შეურჩია და იქ ჩასვლა ურჩია. სიის სათავეშია საქართველო, კერძოდ კი გუდაური.

„წადით საქართველოში და ისრიალეთ გუდაურში”, - ნათქვამია სტატიაში. გამოცემა ყურადღებას ამახვილებს საქართველოს უნიკალურ კულინარიულ ტრადიციებსა და საბჭოთა ეპოქის არქიტექტურაზე.

გარდა ამისა, Bloomberg-ი მოგზაურებს ურჩევს ეწვიონ ფაბრიკას, რომელიც წარსულში საკერავი ფაბრიკა იყო, ახლა კი იქ ბარები და ხელოვანთა სტუდიებია განთავსებული.

სტატიაში საუბარია ასევე ღამის კლუბებზე, როგორებიცაა ბასიანი და დიდი გალერი, სადაც მსოფლიო დონის დიჯეები უკრავენ.

„თბილისი კომპაქტური ქალაქია, რომლის დასათვალიერებლად რამდენიმე დღე გეყოფათ. ეს კი იმას ნიშნავს, რომ მარტივად  შეგიძლიათ წახვიდეთ გუდაურში, სადაც 2 სააათში მოხვდებით.გუდაური ევროპის საოცარ ახალ სამთო-სათხილამურო კურორტებს შორის ერთ-ერთია", - წერს სტატიის ავტორი. 

თბილისის გარდა Bloomberg-ი სრიალის მოყვარულებს თურქეთის, ნორვეგიის, შვეიცარიისა და სლოვენიის ზამთრის კურორტებში მოგზაურობას ურჩევს

ტეგები