თბილისს 100 ახალი ავტობუსი შეემატება - კალაძე
ამობეჭდვა · 08 / 02 / 2018 10:47
თბილისს 100 ახალი ავტობუსი შეემატება - კალაძე

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, 2018 წელს თბილისს ასი ახალი ავტობუსი ეყოლება. ამის შესახებ კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

კახა კალაძის თქმით, თანხა ბიუჯეტიდან უკვე გამოყოფილია. მისივე განმარტებით, ოთხი წლის განმავლობაში არსებული ავტოპარკი სრულად ჩანაცვლდება 700 ახალი ავტობუსით.

„აუცილებელია, ახალი ევროპული სტანდარტის ავტობუსების შემოყვანა, არსებულმა ყვითელმა ავტობუსებმა ყველანაირი რესურსი ამოწურა. ჩვენ ვამბობთ, რომ ოთხი წლის განმავლობაში სრულად ჩავანაცვლებთ არსებულ ავტოპარკს 700 ახალი ავტობუსით. ბიუჯეტში უკვე გამოვნახეთ შესაძებლობა, რომ წელსვე შემოვიყვანოთ სულ მცირე100 ახალი ავტობუსი”, – განაცხადა კახა კალაძემ.

მერის განმარტებით, ახალი ავტობუსების შემოყვანა ქალაქში არსებულ მძიმე ეკოლოგიურ სიტუაციას ნაწილობრივ შეამსუბუქებს.

ტეგები