"ჩაწყობილი თამაშების" საქმეზე ბრალდებული მწვრთნელები კალათბურთელებს მიმართავენ
ამობეჭდვა · 08 / 02 / 2018 12:15
"ჩაწყობილი თამაშების" საქმეზე ბრალდებული მწვრთნელები კალათბურთელებს მიმართავენ

ე.წ. ჩაწყობილი თამაშების საქმეზე ბრალდებული საკალათბურთო კლუბ "სოხუმის" მწვრთნელი, ვაჟა კვარაცხელია და კლუბის თანამფლობელი, თემურ დათიკაშვილი კალათბურთელებს მიმართავენ. ინფომაციას "ინტერპრესნიუსი" ავრცელებს.

კლუბის წევრებს დღეს თამაში აქვთ და ბრალდებული მათ ამ თამაშის მოგებას სთხოვენ. ამასთან იწერებიან, რომ მომხდარის გამო გული არ გაიტეხონ.

"გთხოვთ, გული არ გაიტეხოთ, ითამაშეთ და მოიგეთ", - წერია თემურ დათიკაშვილისა და ვაჟა კვარაცხელიას მიმართვაში.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, სამი მსაჯისა და ორი მწვრთნელის დაკავება საკალათბურთო ჩემპიონატის „სუპერლიგის“ სამი მატჩის ჩაწყობას უკავშირდება.

როგორც სუსის განცხადებაშია ნათქვამი, მსაჯებმა და მწვრთნელებმა ამ თამაშების კონკრეტული შედეგებით დასრულების სანაცვლოდ, ჯამში, 36000 ლარი აიღეს. დაკავებულ 5 პირს ბრალი ოფიციალურად 23 დეკემბერს წაუყენეს. მათ კომერციულ მოსყიდვაში ედებათ ბრალი. 

ტეგები