ოლიმპიურ სოფელში საქართველოს დროშა აღმართეს (ვიდეო)
ამობეჭდვა · 08 / 02 / 2018 15:42

სამხრეთ კორეის ქალაქ პიონჩანგის ოლიმპიურ სოფელში საქართველოს დროშა საზეიმოდ აღიმართა. ცერემონიას  ქართული დელეგაციის წევრები და სპორტსმენები ესწრებოდნენ. ინფორმაციას 1tv.ge ავრცელებს.

შეგახსენებთ, რომ ზამთრის ოლიმპიადაზე საქართველოდან ოთხი სპორტსმენი იასპარეზებს. ესენი არიან სამთო მოთხილამურეები იასონ აბრამაშვილი და ნინო წიკლაური, მოციგურავე მორის ყვითელაშვილი და მოციგავე გიორგი სოღოიანი.

ოლიმპიადის გახსნის საზეიმო ცერემონია 9 თებერვალს, თბილისის დროით 15:00 საათზე დაიწყება.

ტეგები