მორაგბე მერაბ კვირიკაშვილის სასამართლო 19 მარტამდე გადაიდო
ამობეჭდვა · 08 / 02 / 2018 15:49
მორაგბე მერაბ კვირიკაშვილის სასამართლო 19 მარტამდე გადაიდო

მორაგბე მერაბ კვირიკაშვილის სასამართლო პროცესი 19 მარტამდე გადაიდო. ინფორმაციას "იმედინიუსი" ავრცელებს.

სპორტსმენს სასამართლოში ყოფნის განმავლობაში მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებია.

ქუთაისში 2016 წელს მომხდარი ავარიის საქმის სასამართლო განხილვა, რაზეც ბრალი მორაგბე მერაბ კვირიკაშვილს აქვს წარდგენილი, დღეს უნდა განახლებულიყო.

საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების წევრ მერაბ კვირიკაშვილს ქუთაისის შემოვლით გზაზე მომხდარი ავარიის საქმეზე ბრალი გუშინ წარედგინა.

ქუთაისის შემოვლით გზაზე, 2016 წელს მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთ-ერთი გარდაცვლილის, გიორგი პაპასკირის დედა ნანა თოდუა ავარიაში მონაწილე მორაგბის, მერაბ კვირიკაშვილის დასჯას მოითხოვს. 

როგორც ნანა თოდუა სოციალურ ქსელში წერს, ავარია სწორედ მერაბ კვირიკაშვილმა გამოიწვია, რომელიც BMW X5-ის მარკის ჯიპით 170-180 კმ/სთ სიჩქარით მოძრაობდა. 

ცნობისთვის, 2016 წლის ზაფხულში, ქუთაისის შემოვლით გზაზე მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას გიორგი პაპასკირი, მისი მეუღლე, მათი მეგობარი და თავად კვირიკაშვილის მეუღლე ემსხვერპლნენ. 

ტეგები