ხეჩინაშვილის კლინიკაში ცხვირის ოპერაციის შემდეგ კომაში ჩავარდნილი პაციენტის ახლობლები შეიჭრნენ
ამობეჭდვა · 08 / 02 / 2018 17:02
ხეჩინაშვილის კლინიკაში ცხვირის ოპერაციის შემდეგ კომაში ჩავარდნილი პაციენტის ახლობლები შეიჭრნენ

ხეჩინაშვილის საუნივერსიტეტო კლინიკაში ,17 წლის ხატია თვაურის ოჯახის წევრები შეიჭრნენ. ახლობლები ხატია თვაურის ოჯახის ექიმის ნახვასა და მისი პოზიციის დაფიქსირებას მოითხოვენ.

ადგილზე რამდენიმე საპატრულო ეკიპაჟი გამოიძახეს, რომლებმაც საავადმყოფოში მყოფი დაზარალებული პაციენტის ოჯახის წევრები და ახლობლები შენობიდან გაიყვანეს. დაზიანება მიიღო საავადმყოფოს დაცვის წევრმაც.

კლინიკის ხელმძღვანელობას აღნიშნულთან დაკავშირებით კომენტარი ამ დრომდე არ გაუკეთებია.

დღეს პაციენის ახლობმებ და მეგობრები კლინიკასთან აქციას მართავდნენ. ისინი  17 წლის გოგოს სათანადო მკურნალობას და საზღვარგარეთიდან ექიმების მოწვევას ითხოვდნენ.

ხატია თვაურმა 5 თვის წინ ცხვირის ოპერაცია გაიკეთა და ამ დრომდე კომატოზურ მდგომარეობაშია.

ტეგები