"ჩაწყობილი თამაშების" საქმეზე დაკავებულები მოსამართლემ პატიმრობაში დატოვა
ამობეჭდვა · 08 / 02 / 2018 17:13
"ჩაწყობილი თამაშების" საქმეზე დაკავებულები მოსამართლემ პატიმრობაში დატოვა

ე.წ. ჩაწყობილი თამაშების საქმეზე დაკავებულ საკალათბურთო კლუბ “სოხუმის” წარმომადგენლების აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობა მოსამართლემ ძალაში დატოვა. აღსანიშნავია, რომ დაკავებულებს თავდებში ცნობილი ადამიანები უდგებოდნენ.

გარდა ამისა, ადვოკატებმა სასამართლოს 5-5 ათას ლარიანი გირაოს შუამდგომლობითაც მიმართეს, თუმცა მოსამართლემ არ დააკმაყოფილა.

ასევე დღეს ცნობილი გახდა, რომ ბრალდებულებმა პოზიცია შეცვალეს და ბრალში არსებულ ფაქტობრივ გარემოებებს აღიარებენ, თუმცა საბრალდები სსსკ-ის 221-ე მუხლს არ ეთანხმებიან და 203-ე მუხლით შეცვლას ითხოვენ.

ჩაწყობილი თამაშების საქმეზე არსებითი განხილვა 22 თებერვალს დაიწყება.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, სამი მსაჯისა და ორი მწვრთნელის დაკავება საკალათბურთო ჩემპიონატის „სუპერლიგის“ სამი მატჩის ჩაწყობას უკავშირდება.

როგორც სუსის განცხადებაშია ნათქვამი, მსაჯებმა და მწვრთნელებმა ამ თამაშების კონკრეტული შედეგებით დასრულების სანაცვლოდ, ჯამში, 36000 ლარი აიღეს. დაკავებულ 5 პირს ბრალი ოფიციალურად 23 დეკემბერს წაუყენეს. მათ კომერციულ მოსყიდვაში ედებათ ბრალი.

ტეგები