„სანამ ქალბატონი დოდო გაიყვანეს, იქამდე ვიღებდი“ - გუგეშაშვილების მეზობელმა მკვლელობის ადგილზე ვიდეო გადაიღო
ამობეჭდვა · 09 / 02 / 2018 00:16
„სანამ ქალბატონი დოდო გაიყვანეს, იქამდე ვიღებდი“ - გუგეშაშვილების მეზობელმა მკვლელობის ადგილზე ვიდეო გადაიღო

დოდო გუგეშაშვილის ოჯახზე მომხდარი თავდასხმის ერთ-ერთმა მოწმემ, თავდასხმის შემდეგ ადგილზე არსებული სიტუაცია გადაიღო, რომელიც პროკურატურაში მიიტანა. მოწმე გუგეშაშვილების მეზობელი გოგოა.

"პალიტრანიუსის" გადაცემაში "360 გრადუსში“ მოწმემ განაცხადა, რომ კადრების შინაარსზე ვერ ისაუბრებს, რადგან გაუთქმელობის ხელშეკრულებაზე აქვს ხელი მოწერილი. 

"პირველი მე ვიყავი, რომელმაც 112-ში დარეკა და სასწრაფო-სამედცინო დახმარება და პოლიცია გამოიძახა. სწორედ ამის შემდეგ დავიწყე გადაღება, სანამ ქალბატონი დოდო გაიყვანეს, იქამდე ვიღებდი. ფიზიკურად, სადაც შემეძლო შესვლა, პატრულის მოსვლამდე, იქ გადავიღე ყველაფერი. ჩანაწერი პროკურატურაში დავტოვე. ჩემს მიერ გადაღებული კადრების შინაარს ვერ გადმოვცემ. რაც შეეხება იმას, თუ როგორ გადავიღე ეს კადრები, პირველ რიგში გეტყვით, რომ პროფესიით ჟურნალისტი ვარ, მეორე, გადაღებაში იმან შემიწყო ხელი, რომ დენი არ იყო, მობილურ ტელეფონზე ყველას ფანარი ჰქონდა ჩართული. მე ვიდეოგადაღების დროს ფანარი მქონდა ჩართული, თუ ვიდეოკამერით ვიღებდი ეს არ ფიქსირდებოდა", - ამბობს გოგო.

 

ტეგები