ბელგიასთან მატჩში "ბორჯღალოსნებს" გიორგი ნემსაძე უკაპიტნებს
ამობეჭდვა · 09 / 02 / 2018 11:26
ბელგიასთან მატჩში "ბორჯღალოსნებს" გიორგი ნემსაძე უკაპიტნებს

რაგბის ევროპის ჩემპიონატის მატჩში ბელგიასთან საქართველოს მორაგბეთა ნაკრებს გიორგი ნემსაძე უკაპიტნებს.

"ნაკრებს პირველად ვუკაპიტნებ. ეს დიდი პასუხისმგებლობაა, განსაკუთრებით, ისეთი მოთამაშეების შემდეგ, როგორებიც მამუკა გორგოძე და მერაბ შარიქაძე არიან. ბიჭებს ვთხოვე, რომ ყველანაირად დამეხმარონ და ყველანი ერთად ვიყოთ კაპიტნები", - თქვა ნემსაძემ.

საქართველოს ნაკრების სამწვრთნელო შტაბმა, “რაგბი ევროპის ჩემპიონატის” პირველი მატჩისათვის შემადგენლობა დაასახელა. ბელგიის წინააღგმდეგ 23 კაცში ორი დებიუტანტია – მიხეილ გაჩეჩილაძე (ენისეი) და გურამ შენგელია (ჯიქი).

შერკინება:

1. ჟვანია 2. მამუკაშვილი 3. ჩილაჩავა

4. ნემსაძე (კ) 5. მიქაუტაძე

6. გიორგაძე 8. ლომიძე 7. თხილაიშვილი

უკანა ხაზი:

9. აფრასიძე 10. ჯინჭველაშვილი

12. კვესელაძე 13. კაჭარავა

11. თოდუა 15. წიკლაური 14. ფრუიძე

მარქაფა:

16. ჭყოიძე 17. მატარაძე 18. მელიქიძე 19. გაჩეჩილაძე 20. შენგელია 21. ლობჟანიძე 22. მალაღურაძე 23. სიჭინავა

 

შეგახსენებთ, რომ "ბორჯღალოსნები" ბელგიას 10 თებერვალს ქუთაისში, "აია არენაზე" უმასპინძლებენ. შეხვედრა 14:00 საათზე დაიწყება. 

ტეგები