საქართველოს დელეგაცია ოლიმპიადის საზეიმო გახსნაზე - (ვიდეო)
ამობეჭდვა · 09 / 02 / 2018 17:06

ფიონჩანგში 2018 წლის ზამთრის ოლიმპიური თამაშების გახსნის საზეიმო ცერემონია მიმდინარეობს. გახსნის ცერემონიაზე სხვადასხვა ქვეყნის ოლიმპიურ დელეგაციებთან ერთად საქართველოს დელეგაცია გამოვიდა. დელეგაციის მედროშე მოციგურავე მორის ყვითელაშვილია. პირდაპირ ეთერს 1tv აშუქებს.

საქართველოს დელეგაცია წელს ოთხი სპორტსმენით არის წარმოდგენილი. სამთო სათხილამურო სპორტში მოასპარეზე იასონ აბრამაშვილისთვის ეს რიგით მეოთხე ოლიმპიადა იქნება, ნინო წიკლაური კი ოლიმპიურ თამაშებზე სპორტული კარიერის მანძილზე მესამედ წარსდგება.

ოლიმპიადის დებიუტანტები არიან ფიგურულ სრიალში მორის ყვითელაშვილი, საციგაო დისციპლინაში – გიორგი სოღოიანი.

ტეგები