დოდო გუგეშაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუმჯობესდა - ღუდუშაურის კლინიკის ექიმი
ამობეჭდვა · 09 / 02 / 2018 18:06
დოდო გუგეშაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუმჯობესდა - ღუდუშაურის კლინიკის ექიმი

დოდო გუგეშაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუმჯობესდა. ღუდუშაურის კლინიკის კრიტიკული დეპარლამენტის ხელმძღვანელის, ნიკა ქარსივაძის თქმით, ის მოხსნილია მართვით სუნთქვის აპარატიდან, თუმცა ამ დრომდე კლინიკის რეანიმაციულ განყოფილებაშიი რჩება. ექიმის ინფორმაციით, მისი მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა. ქარივაძემ ასევე აღნიშნა , რომ პაციენტი კონტაქტურია, მაგრამ ტკივილგამაყუჩებელი და საძილე მედიკამენტების ზემოქმედების ქვეშაა.

როდის მოხდება დოდო გუგეშაშვილის გამოკითხვა, მისივე მდგომარეობაზეა დამოკიდებული.

დოდო გუგეშაშვილს საკუთარ სახლში თავს დაესხნენ. მასთან ერთად ესროლეს მის შვილს, 33 წლის გრიგოლ გუგეშაშვილს, რომელიც ადგილზე დაიღუპა. 

ტეგები