ვანო ზარდიაშვილი: საქართველოს მართლმსაჯულების სისტემა შეფასდა, როგორც წარმატებული სასამართლო
ამობეჭდვა · 09 / 02 / 2018 18:32
ვანო ზარდიაშვილი: საქართველოს მართლმსაჯულების სისტემა შეფასდა, როგორც წარმატებული სასამართლო

"ავტორიტეტული ორგანიზაციის Heritage Foundation-ის მიერ საქართველოს მართლმსაჯულების სისტემა შეფასდა, როგორც წარმატებული სასამართლო, რომელიც რეიტინგით უსწრებს დასავლეთ ევროპის ქვეყნების სასამართლოებს".
განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა ვანო ზარდიაშვილმა.

"კვლევითმა ორგანიზაციამ ევროპაში მე-18, ხოლო აღმოსავლეთ ევროპაში, შუა და ცენტრალურ აზიაში ლიდერის სტატუსი მიანიჭა.

ამ ფონზე განსაკუთრებით ქართული სასამართლოს ასეთი წარმატება როგორ ,,გამორჩათ’’ პრეზიდენტს და მის ადმინისტრაციას. არასამთავრობო ოგანიზაციები, რომლებიც, მათი თქმით სასამართლოს ინტერესებიდან გამომდინარე მუდმივ მონიტორინგს უწევენ ამ სისტემას რატომ არ ამბობენ ერთ სიტყვას მაინც ამ წარმატებასთან დაკავშირებით.

თუმცა აქ პასუხი მარტივია - როგორც ჩანს ზოგიერთი კრიტიკოსის ინტერესში რეალურად არ შედის ეფექტური, დამოუკიდებელი სასამართლო. ისინი ნაციონალური მოძრაობის პარტიული ტელევიზიის მეშვეობით მიზანმიმართულად ახდენენ სასამართლო სისტემის დესკრედიტაციას და არ ერიდებიან ცრუ ინფორმაციის გავრცელებას.

აქედან გამომდინარე, გავიგეთ რომ ისინი პოზიტიურ ინფორმაციას სასამართლოზე უმალავენ საზოგადოებას, თუმცა მათ პასუხი აქვთ გასაცემი ერთ მარტივ კითხვაზე: როგორ მოახერხა მათი კრიტიკის მუდმივმა ობიექტმა სასამართლო ხელისუფლებამ და იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ ამ შედეგის მიღწევა?! მათ ასევე შეუძლიათ არც ამ კითხვაზე გასცენ პასუხი და გააგრძელონ ბრძოლა დასავლეთ ევროპაში ყველაზე ეფექტურ და დამოუკიდებელ სასამართლოზე.", - განაცხდა ზარდიაშვილმა.

ტეგები