იაშვილის კლინიკაში ორი დაჭრილი არასრულწლოვანი მიიყვანეს
ამობეჭდვა · 09 / 02 / 2018 20:12
იაშვილის კლინიკაში ორი დაჭრილი არასრულწლოვანი მიიყვანეს

​იაშვილის სახელობის ბავშვთა საავადმყოფოში სასწრაფო დახმარების ჯგუფმა ორი დაჭრილი არასრულწლოვანი ბიჭი შეიყვანა. ამის შესახებ ინფორმაციას პირველი არხი ავრცელებს.

როგორც საავადმყოფოს პრესსამსახურში განაცხადეს, დაჭრილების ასაკი 15 და 16 წელია.

არასრულწლოვნებს ამ დროისთვის სამედიცინო კვლევები უტარდებათ. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ კომენტარი კლინიკაში რამდენიმე წუთში გაკეთდება.

მომხდარის სხვა დეტალები ჯერ უცნობია.

ტეგები