ევროკავშირი ბელარუსს სიკვდილის დასჯის გაუქმებისკენ მოუწოდებს
ამობეჭდვა · 09 / 02 / 2018 21:55
ევროკავშირი ბელარუსს სიკვდილის დასჯის გაუქმებისკენ მოუწოდებს

ევროკავშირი კიდევ ერთხელ მოუწოდებს ბელარუსის ხელისუფლებას მიიღოს მორატორიუმი სიკვდილით დასჯაზე. შესაბამისი განცხადება გაკეთდა ბელარუსში ევროკავშირის წარმომადგენლობის მიერ.

ბელარუსი დღეს ევროპაში ერთადერთი ქვეყანაა, სადაც სიკვდილით დასჯა ჯერ კიდევ მოქმედებს და რის გამოც მას ხშირად აკრიტიკებს დასავლეთი.

“მოვუწოდებთ ბელარუსის ხელისუფლებას შეცვალოს სასიკვდილო განაჩენები და მიიღოს მორატორიუმი სიკვდილით დასჯაზე, როგორც მისი გაუქმებისკენ გადადგმული პირველი ნაბიჯი“, - განაცხადეს ევროკავშირის წარმომადგენლობაში.

ტეგები