წიგნის - "თბილისის ქანდაკება - პოეზია ქვაში" პრეზენტაცია გაიმართება
ამობეჭდვა · 10 / 02 / 2018 10:15 · 39 ნახვა
წიგნის - "თბილისის ქანდაკება - პოეზია ქვაში" პრეზენტაცია გაიმართება

10 თებერვალს, 16:00 საათზე, თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თამარ მეფის სახელობის დარბაზში, წიგნის - „თბილისის ქანდაკება - პოეზია ქვაში“ - პრეზენტაცია გაიმართება.

წიგნი საქართველოს სახელმწიფო პრემიის ლაურეატის, ბადრი ქუთათელაძის ავტორობითა და ქალაქ თბილისის მერიის მუნიციპალიტეტის ხელშეწყობით გამოიცა.

430-გვერდიან გამოცემაში შესულია დედაქალაქში განთავსებული ყველა ძეგლი, ქანდაკება და მონუმენტი.

ტეგები